21-25 ივნისს მანელაში (ფილიპინები) IMO-ს ( საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) დიპლომატიური კონფერენცია მიმდინარეობს. უფლებამოსილებათა კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის არჩევა IMO-ს ხელმძღვანელობისა და წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა. კონფერენციაზე მეზღვაურთა დიპლომირებისა და სერთიფიცირების (STCW) კონვენციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხებს განიხილავენ. (STCW) კონვენცია მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერთიფიცირების პროცედურებს არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონვენციის შესაბამისად საქართველოში უკვე სერთიფიცირებულია დაახლოებით 20000 მეზღვაური.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში სულ 169 ქვეყანაა გაერთიანებული, ხოლო საქართელო IMO-ს წევრი 1993 წელს გახდა.
23.06.2010






















